მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის სერვისი
ვემსახურებით დამკვეთებს და ვპასუხობთ პროექტირება-მშენებლობაში დასმულ კითხვებს
სამშენებლო, სარემონტო, სარესტავრაციო
სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა
ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება მთავრობის 2022წლის N496 დადგენილების, ასევე 2024 წლის N111 და 2025 წლის N489 დადგენილებების შესაბამისად სამხარაულის და აკრედიტებული ორგანიზაციების მსგავსად ფიზიკური პირის მიერ, რომელიც შეყვანილია ინჟინერთა ენციკლოპედიაში. გუგლში ,,ნუკრი სანიკიძე,,-ს ჩაწერისას ამოაგდებს მონაცემებს ენციკლოპედიიდან გვ.226-227
დამატებითი დაკვეთის შემთხვევაში
ტექნიკური ზედამხედველობა აგრეთვე შეიძლება მოიცავდეს
- სამუშაოთა გრაფიკის შესრულების კონტროლს;
- საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებების შეტანის ორგანიზებასა და კონტროლს;
- ხარჯთაღრიცხვის არ არსებობის შემთხვევაში, მენარდეს მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა#2) მოცემული მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების შედარებას საშუალო საბაზრო ფასებთან და ყველა დანარიცხების ოდენობის შედარებას საშუალო საბაზრო მაჩვენებლებთან;
- საინჟინრო ქსელების (მაგ. ელექრტობის, გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირება, სუსტი დენები) პროექტთან და ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისად შესრულების კონტროლს;
- გეოდეზიური, გეოლოგიური პარამეტრების გადამოწმებას